საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისში, იყალთოსა და ვარძიაში ერთდროულად შედგება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები წარმოადგენენ თემატურ გამოფენებს და სხვადასხვა სახის სანახაობებს. მოეწყობა სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი და ინფორმაციული კუთხეები.
26 მაისის ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.