საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. მეჭიაურის განცხადებით, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან და ასევე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ მას ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და შეთანხმდნენ, რომ უფრო ვრცლად პირისპირ შეხვედრისას ისაუბრებდნენ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.