12-წლიანი პაუზის შემდეგ, ხონში ნიღბების თეატრის სპექტაკლების ჩვენება განახლდა. კულტურის ცენტრის განახლებულ სცენაზე სპექტაკლის "წუნა და წრუწუნას" პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა მერი ბარაბაძემ დასი სკოლის მოსწავლეებით დააკომპლექტა და მაყურებელს "წუნა და წრუწუნას" განახლებული ვერსია წარუდგინა. ამის შესახებ guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ ნიღბების თეატრი ხონში 1994 წელს სწორედ რეჟისორმა მერი ბარაბაძემ დაარსა და 10 წლის განმავლობაში 10 პრემიერა გამართა. პირველი სპექტაკლი "ნაცარქექია" იყო, რომლის ჩვენებამაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
ასევე, დიდი მოწონება ხვდა წილად "წუნა და წრუწუნას" , რომლის ჩვენებასაც გამგებელი ჯემალ მებუკე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.