უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის სასამართლო პროცესის დაწყებასა და პროკურორების ლუსტრაციას გეგმავს.
„ლუსტრაციის კანონის თანახმად, რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა თანამდებობა უნდა დატოვოს. კანონი ყველასთვის ერთია“, - განაცხადა ლუცენკომ.
უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის პოსტზე ლუცენკოს დანიშვნას გუშინ დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა ხელი.
„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, იური ლუცენკო უმაღლეს რადაში ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ ხელმძღვანელობდა, ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს კი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.