წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13-05-2016, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომომობილო გზების დეპარტამენტი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, წიწამური–საგურამო–ცხვარიჭამიის საავტომობილო გზის 6.4 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 

 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ ნავდარაანთკართან იწყება და სოფელ ბურიანთან სრულდება.

 

 

წიწამური - საგურამო - ცხვარიჭამიას საავტომობილო გზა უმოკლესი მანძილით აკავშირებს გზის გასწვრივ მდებარე სოფლებს მუნიციპალურ ცენტრთან და ქალაქ თბილისთან, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან.

 

 

პროექტით გათვალისწინებულია, გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, საგზაო სამოსის მოწყობა და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიმდებარე სოფლების ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

 

 

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მოანკევთზე ასფალტ–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.

 

 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 934 300 ლარია, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი