ლევან ბერძენიშვილი ღიად აცხადებს, რომ მეჭიაურისა და „ქართული ოცნების“ გზები გაიყარა.
ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეჭიაური საკუთარ პარტიასთან დაპირისპირებული აღმოჩნდა.
”ვფიქრობ, ეს საკითხი ამოიწურა. ბატონი თამაზის აზრები არ დაემთხვა პრემიერისას. მიუხედავად მცდელობისა, გადაგვეტანა ეს ,,რესპუბლიკელებთან“ დაპირისპირებაში, მაინც აღმოჩნდა, რომ დაპირისპირება არსებობს საკუთარ პარტიასთან. ბატონი თამაზის და ,,ქართული ოცნების“ გზები გაიყარა. ეს ჩვენი პრობლემა არ არის, არც არასოდეს იყო”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე შეფასებით, სამართლიანია პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომ თუ ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად იქნება არჩეული, იმ ადამიანებთან ერთად არ იმუშავებს, ვისაც ჩვენი ევროპული მომავლის და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა.
როგორც ცნობილია, თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილსა და ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.