ომარ ნიშნიანიძე: ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიმიღია, ალბათ, მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა
13-05-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდის დეპუტატს, ომარ ნიშნიანიძეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია. პარტია ”ქართული ოცნების” წევრი აღნიშნულის გამო უკმაყოფილოა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, უკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა.

 

 

”მეც მიკვირს რატომ დააგვიანეს მოსაწვევის მოცემა. ალბათ არის სადღაც და მომცემენ, თუ საერთოდ უნდათ ჩემი მისვლა ყრილობაზე. ხვალ უკვე ყრილობაა, თუმცა არ არის გამორიცხული ხვალ არც გაიმართოს და გადაიდოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი პარლამენტში. შეიძლება ერთი დღით გადავიტანოთ ეს ყრილობა“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის საკითხსაც გამოეხმაურა.

 

 

,,თუ პარტიულ სიაზეა საუბარი, დიდი იმედი არ მაქვს რომ მასში ვიყო. არც მინდა, რომ ვიყო. ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ვაპირებ მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყო, თუმცა არ მაქვს შეთანხმებული. განაცხადი გავაკეთე და იმედია, მისულია პირველ პირებამდე“, - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

”ქართული ოცნების” ყრილობის ჩატარება 14 მაისს, 16:00 სააათზეა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი