უჩა ნანუაშვილი ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის თვალსაზრისით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.
უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პრევენციული ზომა იქნა გატარებული, პრობლემა კვლავ მწვავეა.
„ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის თვალსაზრისით არსებული რეალობა განსკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, რომელიც გადმოგზავნილია ჩვენს აპარატში, 2015 წელს ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, 12 შემთხვევა სხვა მოტივით. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორი, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. კვლავ გვხდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა. დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. 2015 წელს 611 არასრულწლოვნის ქორწინება დარეგისტრირდა, ოჯახის შექმნის მიზნით კი სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.