სააპელაციო სასამართლოში ”რუსთავი-2”-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. ”რუსთავი-2”-ის მხარემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა - სასამართლო პრეცესის გადადება და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება. გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მტკიცებით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ”რუსთავი-2”-ის მხარეს აზრის გამოთქმის თავისუფლებას უზღუდავს.
”აბსოლუტური ტენდენციის სახე მიიღო იმან, რომ რასაც ვიტყვი, იმაზე მპასუხობთ. მე მინდა დავასრულო აზრი. თუ მეუბნებით, რომ არ მაქვს სიტყვის უფლება, მაშინ მითხარით, რომ არ მაქვს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ და მოსამართლე მიკერძოებულობაში და ”ამაზრზენ მოქცევაში” დაადანაშაულა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
დღევანდელ პროცესზე განუკითხაობაა, ჩვენ მხარეს საუბრის საშუალება არ ეძლევა. ღია ტენდენციაა გამოცხადებული, რომ რამენაირად "რუსთავი-2"-ს აზრის და სიტყვის გამოხატვის საშუალება არ მიეცეს,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.