დავით დარჩიაშვილი უმრავლესობას - მარტო პირჯვრის გადაწერა პოლიტიკურ ცოდვებს ვერ გააბათილებს
13-05-2016, 05:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, მმართველი უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო ინსტიტუციებს კლავს.

 

მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოკვლას ნიშნავს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების კვორუმს ეხება.

”თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით იხილავს, აქედან ხუთი მხარს ერთ პოზიციას უჭერს, ხოლო ორი - საწინააღმდეგოზეა, რატომ უნდა იყოს მიღებული ამ ორი მოსამართლის პოზიციით გადაწყვეტილება?! თუ რვა მოსამართლე განიხილავს - ხუთი მხარს უჭერს და სამი საწინააღმდეგო პოზიციაზეა, ამ შემთხვევაშიც სამი მოსამართლის პოზიცია გადის, ხოლო თუ სრული შემადგენლობით, ცხრა მოსამართლით განიხილავს - ხუთი მხარს უჭერს, მაგრამ ოთხი წინააღმდეგია, ამ ოთხის პოზიცია უფრო ძლიერია. ჩვენ ვქმნით პლენუმს, სადაც უმცირესობის აზრი უმრავლესობის აზრს სჯობნის. მითხარით, მსოფლიოში სად წერია ასეთი კანონი?!”, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ.

 

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი კი ფიქრობს, რომ მთელი საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისკენ არის მიმართული.

 

”ცხრა კაციდან შვიდი თუ არ ესწრება, საკონსტიტუციო სასამართლო მკვდარია და ამ 7-დან 2-მა თუ სხვა აზრი გამოთქვა - ასევე მკვდარია. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს კლავთ. მართლა და მართლა, ცოტა რიტორიკულად ვიკითხავ, მაგრამ ღმერთი არ გწამთ?! მარტო პირჯვრის გადაწერა ამ ცოდვებს - პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ, იურიდიულ ცოდვებს ვერ გააბათილებს. თუ თანამედროვე სახელმწიფოს ვაშენებთ, ასე არ შეიძლება”, - მიმართა უმრავლესობას დარჩიაშვილმა.

 

ოპოზიცია ინიციატივის იმ ნაწილსაც აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, სადაო აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ენიჭება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით კოლეგია ფუნქციას კარგავს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი