შეერთებული შტატების ემიგრაციის სამსახური მაისსა და ივნისში ასეულობით იმიგრანტის, კონკრეტულად, ცენტრალური ამერიკიდან აშშ-ში არალეგალურად შესული დედებისა და ბავშვების დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ "როიტერსი" წყაროებსა და შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ექსკლუზიურად წერს.
მოსალოდნელია, რომ წელს ეს იქნება ყველაზე დიდი დეპორტაცია ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომლის სამიზნესაც ოჯახები წარმოადგენენ. მსგავსი, 2-დღიანი ოპერაცია იანვარში ჩატარდა. მაშინ ფოკუსირება ჯორჯიის, ტეხასის და ჩრდილო კაროლინას შტატებზე გაკეთდა.
აღნიშნულმა რეიდებმა, რომლის დროსაც 121 ადამიანი, ძირითადად დედები და ბავშვები დააკავეს, იმიგრაციის ადვოკატთა, დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის, თვით პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი ქლინთონის მხრიდანაც კი კრიტიკის საგანი გახდა.
დოკუმენტში, რომელიც "როიტერსმა" ნახა, ემიგრაციისა და საბაჟო პოლიცია მითითებას აძლევს თავის ოფისებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყონ დაკავებების 30-დღიანი ოპერაცია, რომლის დროსაც მთავარი სამიზნე ის დედები და ბავშვები იქნებიან, რომელთა მიმართაც უკვე გაიცა გაფრთხილება დაეტოვებინათ შეერთებული შტატები. ოპერაცია ასევე შეეხება იმათაც, რომლებიც არასრულწლოვანების პერიოდში მეურვეების გარეშე შევიდნენ შტატებში და მას შემდეგ გახდნენ 18 წლის.
"როიტერსი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეიდების ზუსტი თარიღები უცნობია და შესაძლოა ოპერაციის დეტალებიც შეიცვალოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.