მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ რამდენიმე დღით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
”დღეს, 00:00 საათიდან - 15 მაისის 09:00 საათამდე მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.
ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის ფარგლებში, დადაბლდა ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზრდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე ამჟამად მიმდინაორებს სამუშაოების ბოლო ეტაპი. უნდა დაიგოს ასფალტის ზედა ფენა”, - ნათქვამია კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.