აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ბათუმის აკვარიუმის მშენებლობის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს.
„აკვარიუმის პროექტის განხორციელებას ბატონი ბიძინა ივანიშვილი აპირებდა თავის დროზე, მაგრამ პრობლემები შეექმნა 2012 წლამდე პერიოდში და ამის შემდეგ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ხაბაძის განმარტებით, ზღვისპირა ზოლზე „საინვესტიციოდ მიმზიდველი ტერიტორია ახალ ინვესტორზე გასხვისდა“ და იგეგმება 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
„რამდენიმე მიმართულებით არის დატვირთული პროექტი. 3500 კვადრატამდე მიწის ნაკვეთზე მოეწყობა სასტუმრო, აპარტამენტები და კაზინო. მინიმუმ 25 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დელფინარიუმთან ახლოს 6 მაისის პარკის მიმდინარე ტერიტორია 1 200 კვადრატული მეტრი კომპანიამ ბათუმის მერიას გადასცა საკუთრებაში. ქართულ-უცხოური კომპანია ახორციელებს პროექტს, სადაც ჩართულები არიან გერმანელები. უახლოეს პერიოდში კონკურსი გამოცხადდება პროექტთან დაკავშირებით და ბათუმს შეემატება მიმზიდველი ადგილი“, - აღნიშნა არჩილ ხააბძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბიძინა ივანიშვილს ბათუმში, დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი აკვარიუმის მშენებლობის ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანზიაციის წევრმა, გელა დეკანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წინა მთავრობამ 2012 წელს „ქართუ ჯგუფს“ გადასცა ტერიტორია, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმელებს აკვარიუმის პროექტის განხორციელების დაპირება არ შეუსრულა. გელა დეკანაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორიასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა კორუფციულ გარიგებებში შევიდა და აკვარიუმის ნაცვლად სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.