სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს, შესაძლოა, დეპუტატებმა დღეს მოუსმინონ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, კონსულტაციები გაიმართა.
პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა უკვე მეორედ ვერ შედგა. პლენარული სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატებს გუშინ გომელაურის წლიური ანგარიში უნდა მოესმინათ, რომლის დასრულების შემდეგაც მათ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეკითხვები უნდა დაესვათ, თუმცა, სხდომაზე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამო გომელაურის მოსმენა პარლამენტში ისევ გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.