ლევან ბერძენიშვილი: მანანა კობახიძე თანამდებობას არ შეეფერება
13-05-2016, 07:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართველ ხალხს ვკითხოთ, თავის ადგილზე არიან დეპუტატები, მათ შორის, მანანა კობახიძე და ის ვიცე-სპიკერი უნდა ყოფილიყო თუ არა? ვინაიდან მანანა კობახიძეს არ ვუყვარვართ და მეჭიაური ურჩევნია, ამიტომ გავბედავ და ვიტყვი, რომ ის თავის ადგილზე არ არის,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან "რესპუბლიკელმა"დეპუტატმა, ლევან ბერძენიშვილმა.

 


"ცუდი ქალი არ არის, თბილია, ზრდილობიანია და თავაზიანია, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რა დამსახურებისთვის უნდა იყოს? - კითხვები მეც მაქვს. ის თანამდებობას არ შეეფერება. კობახიძე დაკავებული თანამდებობისთვის ერთ-ერთი შეუფერებელია. მას კვალიფიკაცია არ ჰყოფნის. ვიცე-სპიკერმა საკითხი ასე არ უნდა დასვას - მეჭიაური თუ ბერძენიშვილი? - ვინაიდან, დასვა, ე.ი. ჩემი ხელმძღვანელი აღარ არის და მეჭიაურის ხელმძღავნელია. უსუფაშვილი ამას არ იტყოდა და თავისიანებს და სხვისიანებს არ გაარჩევდა. კობახიძისგან ეს მეტისმეტი იყო და ამან აჩვენა, რომ კლასი არ არის. ნაწყენი არ ვარ, თუმცა, კითხვაზე - კობახიძე თუ ვიღაცა, ადრე თუ კობახიძეს ვუპასუხებდი, ახლა დავფიქრდები და ვიტყვი, რომ ბრიჯიტ ბარდო სჯობს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებტან საუბრისას.

 

 

რამდენიმე დღის წინათ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთს ნატო-ში ინტეგრაცია, ლევან ბერძენიშვილს კი თამაზ მეჭიაური ურჩევნია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი