დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალური დაფები გახსნეს
13-05-2016, 07:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის სკოლაში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების - ზურაბ ფეიქრიშვილისა და გიორგი კირაკოზაშვილის მემორიალური დაფები გახსნეს.

 


თინათინ ხიდაშელმა და თამარ სანიკიძემ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და დიდი ჩაილურის სკოლაში აღზრდილი გმირების დამსახურებებზე ისაუბრეს.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის რიგითი ზურაბ ფეიქრიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა, IV ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის შტაბის S2 დაზვერვის ოფიცერი კაპიტანი გიორგი კირაკოზაშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა.

 


ღონისძიებას, რომელიც, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალით დასრულდა, გიორგი კირაკოზაშვილის დედაც დაესწრო.

 


„ეს კამპანია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. გვინდოდა ყველა სკოლაში, სადაც ჩვენი თაობის, დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირები სწავლობდნენ, უფრო ახლოს მიგვეტანა მათი ისტორიები ბავშვებისთვის, უფრო მეტად ეამაყათ, მეტი ამბავი ჰქონოდათ ერთმანეთისთვის მოსაყოლი. ჩვენ სპეციალური ვებგვერდიც შევქმენით თავდაცვის სამინისტროში და მათ ისტორიებს ვუყვებით საზოგადოებას. გვინდა, ყველამ იცოდეს, რომ მათთან ერთად, მათ გვერდით ის ადამიანები ცხოვრობდნენ, ვინც თანამედროვე საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა. ვისი სიცოცხლის ფასადაც შესაძლებელი გახდა ის, რომ დღეს შედარებით უკეთეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, შედარებით უკეთესი პერსპექტივები გვაქვს, შეადრებით უკეთეს მომავალს ველოდებით. დღეს ამ ამბის ერთ-ერთი სიმბოლური დღეა დიდი ჩაილურის სკოლაში. აქ ორი ასეთი გმირი სწავლობდა, ერთი ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში დაიღუპა, მეორე აგვისტოს ომში შეეწირა საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ, სიმბოლურად დროშა აღვმართეთ სკოლის ეზოში ნიშნად იმისა, რომ დროშა, რომელიც ამ ბიჭებს ეჭირათ ხელში თამამად და ამაყად უნდა ფრიალებდეს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 


მსგავსი ღონისძიებები უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი