რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს. როგორც პოლიტიკოსი ”ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგში წერს, სამართალდამცველებმა მასთან ერთად ნავალნის მიერ დაფუძნებული, ”კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” თანამშრომლებიც გათავისუფლეს.
რამდენიმე საათის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავება კრასნოდარის ოლქში მოხდა, თუმცა როგორც რუსეთის შსს-მ განაცხადა, ”სამართალდამცველებმა შეამოწმეს ერთ-ერთი ავტობუსი, სადაც შემთხვევით ნავალნი აღმოჩნდა”.
ნავალნის თქმით, ის თანამშრომლებთან ერთად ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო კავშირებზე შეამოწმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.