პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ინფორმაციით, ხვალ, პარტია ,,ქართული ოცნების“ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა იქნება არჩეული და სიის პრეზენტაცია არ მოხდება.
"ნამდვილად იქნებიან ახალი წევრები, თუმცა პარტიაში მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება პოლიტსაბჭოში ძველი წევრებიც. როგორი იქნება პოლიტსაბჭო, საზოგადოება ამას უკვე ხვალ ნახავს.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ თავმჯდომარედ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ხვალ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება, არავითარი კანდიდატების დასახელებაც. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ხვალინდელ ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, კობახიძის განმარტებით, ეს პარტიის გადასაწყვეტია და შესაძლებელია პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული არ იყოს.
,,ეს პარტიის გადასაწყვეტია. შეასაძლებელია არც იყოს პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული. რა აუცილებელია ეს?! მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი. ეს არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს”, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.