თამარ კორძაია: ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ”რესპუბლიკელებისთვის” პრინციპულად მიუღებელია და მხარს ვერ დავუჭერთ
13-05-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმის გამო, რომ შემოთავაზებული მიდგომით პოლიტიკური მანიპულაციების რისკი იზრდება, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ”რესპუბლიკელებისთვის” პრინციპულად მიუღებელია და მხარს ვერ დავუჭერთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენრულ სხდომაზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

 

 

როგორც კორძაიამ სესიაზე განმარტა, შეთანხმება ვერ შედგა ისეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. დეპუტატის თქმით, კვორუმის 2/3-მდე აწევა, მაღალი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაუუნაროს გახდის და სასამართლოში პოლიტიკური მანიპულირების რისკებს გაზრდის.

 

 

კორძაიას განცხადებით, ”რესპუბლიკელები” თანახმანი იყვნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი სრული შემადგენლობის ნახევარი ყოფილიყო, რასაც მომხსენებელი (ეკა ბესელია) არ დაეთანხმა, რადგან თვლის, რომ კვორუმი სრული შემადგენლობის 2/3 უნდა იყოს.

 

 

”რატომ არის პრინციპულად მიუღებელი კვორუმის აწევა - აღნიშნული პირდაპირ კავშირშია პლენუმის მიერ განსახილველ საკითხებთან. პარლამენტში წარდგენილი ვარიანტით იზრდება პლენუმის მიერ განსახილველ საკითხთა წრე: - პლენუმი იხილავს აქტის შეჩერების საკითხს თუ ამ აქტის მოქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს; დავას არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს, ასევე თუ ორგანული კანონის ნორმა არ შეესაბამება კონსტიტუციის მეორე თავის მოთხოვნებს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას კი არა, კოლეგიის ერთ წევრს ენიჭება უფლება, საქმე პლენუმს გადასცეს, თუ მისი პოზიცია კოლეგიის წევრების პოზიციისგან განსხვავდება. მართალია, საბოლოოდ გადაწყვეტილებას პლენუმი იღებს - თვითონ განიხილოს საკითხი, თუ დაუბრუნოს კოლეგიას და არ გაიზიაროს კონკრეტული მოსამართლის პოზიცია, მაგრამ ყველა ეს მოქმედება პროცედურულად საქმის განხილვის გახანგრძლივებას იწვევს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ სასამართლოს პლენუმი გადაიტვირთება და მის ეფექტურ საქმიანობას შესაძლოა ზიანი მიადგეს. იმ ფონზე, როცა საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველ საკითხთა სპექტრი იზრდება, კვორუმის 2/3-მდე აწევა მაღალი ალბათობით გადაწყვეტილებაუუნაროს გახდის სასამართლოს, ასევე ზრდის სასამართლოში პოლიტიკური მანიპულირების რისკებს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი