ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის გზავნილებს, რათა საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ რუსი პოლიტიკოსების მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად არ იყოს აღქმული, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ესაა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიღებული ზომები და რუსეთთან ურთიერთობის დროს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს.
”თუმცა, ეს არ ნიშნავს მომავალში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კუთხით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დათმობას. ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან არსებული დაძაბულობის დეესკალაციას, სავაჭრო და ადამიანებს შორის უშუალო ურთიერთობის ღიაობის უზრუნველყოფას. თუმცა, ისევ და ისევ, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი უმნიშვენლოვანესი სტრატეგიული მიზნების დათმობის ხარჯზე. მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი ანალოგიური მოქმედებებისთვის მზადყოფნას არ იჩენს”, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.