გიორგი კვირიკაშვილი: ”ჩვენ ველოდებით საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას
13-05-2016, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ჩვენ ველოდებით საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარებას" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

"მსურს ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს - კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით. საქართველოს მთავრობა საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლების ნებას ასრულებს. საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატო-ში გაწევრიანება. საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით ამ მიზნებს ალტერნატივა არ გააჩნია. განვითარება დამოკიდებულია რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობაზე. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს „მკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში. საქართველო ამ მისიის მეორე უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანაა - ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა ავღანეთში აღემატება 900-ს. ავღანეთის მისიაში მონაწილეობის შედეგად დაიღუპა 32 ქართველი ჯარისკაცი. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ დიდი მსხვერპლია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონია. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავსებადობა ნატო-ს ჯარებთან”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისივე თქმით, 2 დღის წინ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ძალისხმევის შედეგად, ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორის” ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც კონცენტრირდება ქართველი სამხედროების ნატო-ს ჯარებთან თავსებადობისა და საექსპედიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე.

 

 

”სამომავლოდ ვგეგმავთ, მეტი ყურადღება დავუთმოთ ქართული ჯარის მიერ მოწინააღმდეგის შეკავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებულ წვრთნებს. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივი ფორმატების კიდევ უფრო გაფართოებას. ეს საკითხი განვიხილეთ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანთან გუშინდელი საუბრისას”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი