გიორგი კვირიკაშვილი: ქართველებს, აფხაზებსა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება
13-05-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველებს, აფხაზებსა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებული რეგიონებისადმი საქართველოს სამშვიდობო მიდგომაზე ისაუბრა და აღშფოთება გამოთქვა ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას ეხება.

 


”ეს სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მოქმედ პრინციპებს. გრძელდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ადმინისტრაციულ სასაზღვრო გამყოფ ზოლზე მძევლად აყვანის/გატაცების ფაქტები. აფხაზეთში, გალის რაიონში, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ეზღუდება განათლების ქართულ ენაზე მიღების უფლება. ჩვენ გვსურს, ამ საკითხებს მივაპყროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება”, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ორი დღის წინ შევხვდი თომას ჰამერბერგს, რომელსაც ევროსაბჭოს მიერ აფხაზეთში ჰუმანიტარული მდგომარეობის შეფასება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა აქვს დავალებული და მასთან მორიგი შეხვედრა 16 მაისს ექნება.

 


”როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია. გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ გავატაროთ ნდობის აღდგენისკენ მიმართული პოლიტიკა და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რაც გულისხმობს აფხაზი და ოსი მოსახლეობისათვის ჯანდაცვისა განათლების უფასო სერვისების უზრუნველყოფას. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის ნდობა ხელახლა ყალიბდება. თავისთავად, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრულები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო, გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე კონფლიქტის შედეგად დაკარგული ნდობის აღსადგენად, მშვიდობიან ზომებს თანმიმდევრულად იყენებს. ამ კონფლიქტების გადასაჭრელად შეიარაღებული ძალის გამოყენება დაუშვებელია, არსებობს მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მიიღწევა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი