საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული წინსვლა წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
”ვიყურებით რა მომავალში, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიული პროგრესი არის მთავარი არგუმენტები მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მშვიდობიან გზას და დასავლურ ორიენტაციას. მომავალში მე ვხედავ ერთიან და აყვავებულ საქართველოს, რომელიც ამაყობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობით. ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ შევძლებთ რთული პრობლემების გადაჭრას და კარგი ურთიერთობების განმტკიცებას ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. ვხედავ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ვხედავ აყვავებულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრს. მავანთ ეს აუხდენელ ოცნებად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ ინგლისურ ენაში არის ორი სიტყვა, რომელიც ადასტურებს, რომ ოცნების ახდენა შესაძლებელია, ეს სიტყვებია ”ლესტერ სითი”. მჯერა, რომ ამ ხედვის ხორცშესხმაში მე შემიძლია მქონდეს გაერთიანებული სამეფოსა და ჩვენი სხვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.