„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) გახსნამდე 10 დღე რჩება. ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმრო „ჰუალინგში“ 24-25 მაისს გაიმართება.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია საიუბილეო თარიღია ჩვენთვის, საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი ქვეყნისთვის ორ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს ემთხვევა - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს, სწორედ, 25 წლისთავის ზეიმის დღეებში იქნება კონფერენცია და ის წინ უსწრებს ვარშავის სამიტს.
საქართველოში შეიკრიბებიან მთელი მსოფლიოდან ექსპერტები, თავდაცვის მინისტრები, პარლამენტის წევრები, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, როგორც ნატოს წევრი, ასევე არაწევრი სახელმწიფოებიდან და ერთად ვიმსჯელებთ მსოფლიოს მომავალზე, ვიმსჯელებთ უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა და ცივილიზებული სამყარო დგას. ჩვენ შევეცდებით ვიპოვოთ პასუხები. შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად ეძებეთ ეს პასუხები“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად ნატოს მიეძღვნება და მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.