გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ბიზნესფორუმზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა
13-05-2016, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონში, ბიზნესფორუმზე Georgia Investor Day.

 


საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე შეკრებილ წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

 


„მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს და აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

 


ბიზნესფორუმს 130 ბიზნესმენი დაესწრო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი