პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ქვრივიშვილმა განაცხადა.
“აუდიტის სამსახურს მივმართეთ, რომ დღეის მდგომარეობით ლეონიდ ჩერნოვეცკი აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა,” – განაცხადა ქვრივიშვილმა. მისივე თქმით, "ჩერნოვეცკის გადაწყვტილება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას არ უკავშირდება".
უკრაინელი მილიონერის, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოში რამდენიმე თვის წინათ დაწყებული პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ დამატებითი განცხადება სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გავრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.