”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება
14-05-2016, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიისთვის ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტის გადაგზავნას გეგმავს.

 


შესაბამისი განცხადება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.

 

 

”მესმის წუხილი,რომ ბოლო განხილვები - მეორე და მესამე მოსმენა ფორსირებულად მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ ძალიან გახსნილ რეჟიმში. პრაქტიკულად გავიზიარეთ ყველა შემოთავაზება და შენიშვნა ერთადერთი საკითხის გარდა, რომელიც პლენუმის კვორუმს შეეხებოდა. ვფიქრობ, აქ ძალიან საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და ძალიან დიდი ინტერესით დაველოდებით მის დასკვნას. ბუნებრივია, მის რეკომენდაციებზეც ვიმუშავებთ ერთად”, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

პარლამენტმა დღეს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, პარლამენტს ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი