დავით ბაქრაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებებს ვეტო დაადოს
14-05-2016, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებებს ვეტო დაადოს.

 

 

”სამწუხაროდ, ჩვენ ყველა მივეჩვიეთ, რომ ამ საპარლამენტო უმრავლესობისთვის მთავარი მუშაობაში არასდროს ყოფილა ხალხის პრობლემები და ინტერესები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებულები ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის სურვილების ასრულებაზე, მაგრამ იმან, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ხდება, სამწუხაროდ, ყველა რეკორდი და ნიშნული მოხსნა. ჩვენ ვხედავთ, უმრავლესობის მცდელობას, ნებისმიერ ფასად, ყველა კანონის, პროცედურისა და ლოგიკის დარღვევით, უსწრაფესი წესით მიიღონ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც ინსტიტუციონალურად აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს და კანონი, რომლითაც ხელისუფლებას და მის მიერ დანიშნულ ადამიანებს ექნებათ საშუალება გააკონტროლონ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ხელისუფლებისგან ერთ-ერთი უკანასკნელი თავისუფალი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღების სიჩქარის მიზეზი არის ”რუსთავი 2”, რადგან მთელ ამ პროცესში ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტად რჩება საკონსტიტიტუციო სასამართლო, ”რომელმაც შეიძლება ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ”რუსთავი 2”-ის წაღებაში”.

 

 

”ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ სასამართლო პროცესს, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ და ყველა ვხედავთ, ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ორკესტრირებულ შეტევას ”რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ და ამ პროცესში ხელისუფლება იყენებს სასამართლოს მის მიერ კონსტროლირებადი მოსამართლეების მეშვეობით. მთელ ამ პროცესში ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელმაც შეიძლება ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ”რუსთავი 2”-ის წაღებაში, რჩება საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა, გარდა იმისა, რომ არის შეტევა სასამართლო ინსტიტუტის წინააღმდეგ, ასევე არის საფუძველის მზადება ”რუსთვის 2”-ის საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად. მინდა მკაფიოდ ვუთხრა ხელისუფლებას, რომ მათ ეს არ გამოუვათ და ჩვენ ამას არ დავუშვებთ! სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ არ დავესწარით დღევანდელ სხდომას. ჩვენ მომავალში საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტთან ჩვენი ურთიერთობის საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ხელისუფლებას არ მივცემთ არც ”რუსთავი 2”-ის ხელში ჩაგდების და არც საკონსტიტუციო სასამართლოს გატეხვისა და დაკნინების შესაძლებლობას.

 

 

მ კანონით ირღვევა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ირღვევა ის დაპირება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ გასცა ევროსაბჭოს მომხსენებლების მიმართ. ეს კანონი იმსახურებს საერთაშორისო კრიტიკას და ლახავს სასამართლოს იმიჯს. აკნინებს სასამართლო ხელისუფლებას, ემსახურება სასამართლოზე ხელისუფლების კონტროლის გაძლიერებას და ქმნის პირდაპირ საფრთხეს, რომ ხელისუფლებას ყველა დონეზე ექნება მწვანე შუქი ხელში ჩაიგდოს ”რუსთავი 2”. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს ამ ბრძოლაში და მინდა მას თხოვნით და მოწოდებით მივმართო - გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს ამ კანონს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი