სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ერს თამარობა მიულოცა. დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში თამარობის დღესასწაულთან დაკაშირებით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.
უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თამარ მეფის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. უწმინდესის თქმით, წმინდა მეფე თამარი განსაკუთრებული წმინდანია საქართველოს ისტორიაში.
ილია მეორის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და სასულიერო პირებს, პატრიარქს მიმართა. სამღვდელოებისა და ხალხის განსჯა მისგან დაეწყოთ.
„თქვენ იცით, რომ თამარ მეფე ორჯერ ეკურთხა მეფედ. ჯერ მამის დროს, მერე მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა უწმინდესმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.