ლენინგრადის ოლქში, პრიაზიორსკის რაიონში მცირე ზომის ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც BBC იუწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 9:20-ზე შევიდა.
თვითმხილველთა ცნობით, კერძო ვერტმფრენი ტბაში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ვერტმფრენისა და მგზავრების პოვნას ვერ ახერხებენ.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, სულ მალე ადგილზე მყვინთავები მივლენ. 6-ადგილიანი კერძო თვითმფრინავი დასახლება ლესოვოსთან ახლოს მდებარე ტურისტული ბაზიდან აფრინდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.