გიორგი მარგველაშვილი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების საფუძველზე მიიღებს
14-05-2016, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი გადაწყვეტილებას პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, - ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონს ვეტო დაადოს.

 

 

”ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულ რეჟიმში და ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას და მოსაზრებებს არ ვიცნობთ, უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს და ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება უკვე გააცნო როგორც პრემიერ-მინისტრს, ისე პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროსაც. ჩვენ ახლა დაველოდებით კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შემდგომ კი გავმართავთ კონსულტაციებს პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას სწორედ ამის მერე მიიღებს”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

 

 

მისივე განმარტებით, პარლამენტს კანონის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასაგზავნად 7-დღიანი ვადა აქვს, თავად პრეზიდენტმა კი გადაწყვეტილება - ახლადმიღებულ კანონს ხელს მოაწერს თუ ვეტოს დაადებს, 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი