ბანგლადეშში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილთა უმრავლესობა ფერმერები არიან, რომლებიც მინდორში მუშაობის დროს დაიღუპნენ. მსხვერპლთა შორის ორი სტუდენტია, რომლებსაც მეხი ფეხბურთის თამაშის დროს დაეცა.
ბანგლადეშში მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოლოდროინდელი გახშირებული შემთხვევები შესაძლოა, ტემპერატურის მატებას და ტყის მასობრივ გაჩეხვას უკავშირდებოდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.