ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახლო მომავალაში წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, - განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, მისი თქმით, ახალ სახეებს არ იცნობს და ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული.
ივანიშვილის მტკიცებით, მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.