ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს და მომავალ არჩევნებზე ”ქართული ოცნების” მხარდამჭერას გეგმავს, თუმცა საარჩევნო სიაში არ იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები. რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, მინდა წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.