"დუმილის უფლებით სარგებლობა" ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დაფუძნებულ პარტიას, საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებას არ უქადის
15-05-2016, 01:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

დიახ,  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელმა ყრილობამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ეს გახლდათ მმართველი პარტიის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო შეკრება, ანუ წინასაარჩევნოდ „ადმრესურსის“ მობილიზაციის რეპეტიცია, რომელიც „კომპარტიულ–კომკავშირულ“ ატმოსფეროში ჩატარდა და ერთ საათში ზარ–ზეიმით დამთავრდა!  

 

 

ნაცვლად იმისა, რომ პარტიის ახლად  არჩეული თავმჯდომარისგან, პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან,  საქართველოს მოქალაქეებს მოესმინათ ქვეყანაში რეალურად  არსებული პოლიტიკურ–ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ყრილობის დელეგატები და ტელემაყურებლები გავხდით მოწმე მრავალჯერ გახმოვანებული ზოგადი ფრაზების, რომ  – „ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი გასაკეთებელია“ და ამიტომ,  პარტია „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად  გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში?!.. გარდა ამისა, იყო მოლოდინი, რომ პარტიის დამფუძნებელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მიმართავდა ყრილობის დელეგატებს და საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ. მან „დუმილი ამჯობინა“?!..  

 

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შექმნილი  პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური სიტუაცია მეტად არაერთგვაროვანია, რომელიც არჩევნების მოახლოვებასთან ერთად უფრო გართულდება, ვფიქრობ, რომ ასეთ ვითარებაში „დუმილის უფლებით სარგებლობა“  ბიძინა ივანიშვილს (ქვეყანაში სტაბილურობის გარანტს!) და მის მიერ დაფუძნებულ პარტიას, საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებას არ უქადის!!!...

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

  პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი