სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ალექსანდრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, 10 აბი „მეტადონი“ და 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 5,9226 გრამ ჰეროინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ალექსანდრე ბ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.