ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით მიმართა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადება შესაბამისი ცვლილებების შეტანას 539-ე რეგულაციაში გულისხმობს.
”20 მაისს, ევროკავშირის შინაგანი საქმეებისა და მართლმსაჯულების საბჭო, რომელშიც ევროკავშირის 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შედიან, განიხილავს ევროკომისიის საკანონმდებლო წარდგინებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსათვის უვიზო მიმოსვლის ე.წ. “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე”, - წერს უცხოური მედია.
ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება, რომლითაც ნებისმიერი წევრი ქვეყანა უფლებამოსილი იქნება ინდივიდუალურად მოახდინოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკუთარი ინიციატივით. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს შეჩერებისთვის ამჟამად არსებული ვადების შემოკლებასა და შეჩერების საფუძვლების გაფართოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.