საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა, მოადგილეებმა ვაჟა ფანჩულიძემ და გივი ჩიჩუამ ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ქუთაისის შემოვლითი სამტრედიის გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ–ერთ მნიშვნელოვან - ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 56 კილომეტრიანი გზის ნაწილს წარმოადგენს. მშენებლობა 31-კილომეტრიან მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს. ქუთაისის შემოვლითი გზის 17-კილომეტრიანი და ქუთაისი სამტრედიის 14-კილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ავტობანის ახალი მონაკვეთი სოფელი ნახშირღელედან დაიწყება, შემოუვლის ქალაქ ქუთაისს და კოპიტნარის აეროპორტთან შეუერთდება არსებულ ავტომაგისტრალს.
ამ დროისათვის, სამუშაოების 80% შესრულებულია, იგება ბეტონის საფარი, მიმდინარეობს ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა. ორივე მონაკვეთზე რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა დასრულებულია. ასევე დასრულების სტადიაშია გზაგამტარების მშენებლობა გეგუთი-მუხიანისა და სოფელ ბაშის ტერიტორიაზე.
ახალი შემოვლითი გზის შედეგად, ქალაქი ქუთაისი სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვა, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე ამაღლდება. მშენებლობის პროცესში დასაქმებულთა 80% არის ადგილობრივი. დონორო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.