სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეასრულა.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლი დალოცა. მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მესამე კვირას წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკაშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკვლის მშენებლობას აკურთხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.