ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გუშინ, 35 წლის მამაკაცი პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რომლის დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი მისსავე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყისა და დუნდულის არეში აღენიშნებლოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.