უამინდობის გამო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა დაახლოებით16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
სეტყვა საკმაოდ ინტენსიური იყო. დაისეტყვა ქალაქი საგარეჯო, სოფლები ჩაილური და კაკაბეთი, ასევე სოფელ ბუღდიანში საცხოვრებელი სახლების დატბორვის გამო საჭირო გახდა სახანძრო სამაშველო სამსახურის გამოძახება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილ ადგილებზე სხვადასხვა ნათესები მინიმუმ 50%-ით არის დაზიანებული. "დასეტყვილი ადგილები დაზიანებულია მინიმუმ 50 პროცენტით. ჯერ ისევ უამინდობაა, ამიტომ შეუძლებელია დავიწყოთ ზარალის დათვლა.
მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. თანამშრომლები ამ წუთებში იკრიბებიან და ვიმსჯელებთ რისი გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა გზირიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.