”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის სათავეში დავით ბაქრაძე იქნება, ათეული კი ძირითადად ახალი სახეებით დაკომპლექტდება, - ეს განცხადება პარტიის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საარჩევნო სიის ფორმირებაა.
„პოლიტსაბჭოზე, როგორც წესი, განვიხილავთ პარტიის საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის სამომავლო პოლიტიკურ პლატფორმას და ასევე ვიმსჯელებთ სიასთან დაკავშირებით, ახალ სახეებთან დაკავშირებით. ეს არის სამუშაო პროცესი“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ახალი სახეები, პეტრე ცისკარიშვილი გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც ჟურნალისტებისთვის, ეს გვარები მეტ-ნაკლებად ცნობილია. ცისკარიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ეს ახალი სახეები თავად წარდგებიან საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ სიის პრეზენტაცია ამ დღეებში აუცილებლად გვექნება. ახალი სახეები თქვენს წინაშე თავად წარდგებიან და მოგახსენებენ თავიანთი კომპეტენციის შესაძლებლობების და წარსულის თაობაზე. მათ შორის იქნებიან ცნობილი სახეებიც, რომელთაც აქვთ ნათელი ხედვა ჩვენი ქვეყნისა, მომავლისა. ისინი არიან კომპეტენტურები, დასავლური ღირებულებების მატარებლები და არასდროს შეედრებიან ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.