საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ბათუმში სამმხრივ მინისტერიალს გამართავენ
15-05-2016, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე.

 

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში, ძირითადად, საუბარი იყო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც ქვეყნებს შორის უნდა გაფორმდეს.

 

”გავიარეთ დეტალები, რომელიც სამინისტროების დონეზე მუშავდებოდა. შევჯერდით დოკუმენტზე და მინისტერიალის დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს შევიკრიბოთ ბათუმში. იმედი მაქვს, ორივე მინისტრი გვეწვევა ბათუმში და ეს სამმხრივი მინისტერიალი და მისი საქმიანობა ფორმალიზებულ და ინსტიტუციურ სახეს მიიღებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.
"საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას.

 

განსაკუთრებით იმ პირობებში, რაც ჩვენ ნატოსთან თანამშრომლობით გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ღირსეულ პარტნიორობას გავუწევთ თურქულ მხარეს ამ შემთხვევაშიც - სწავლების მაღალი დონის ორგანიზებაში. ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი