ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაუგებარს უწოდებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი გამოძიების შედეგად დადგინდება.
"ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას" - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, საზარელი მკვლელობა უწოდა.
ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი გუშინ, საკუთარი სახლის ავტოფარეხში იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. გამოძიება ამ ეტაპზე, თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.