ქობულეთის მუნიციპალიტეტმა, ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პოლონელ კოლეგებს უმასპინძლა. სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ქ. ქობულეთის და ქ.მილიჩის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები გაიმართა, რაც ამ ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ქ.მილიჩის მერს წარუდგინა ის ძირითადი ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც აჭარის ამ უმდიდრეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობისათვის შერჩეული სფეროები: სოფლის მეურნეობა, კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები, პროფესიული გადამზადებები, ფრინველების ფესტივალში მონაწილეობა და სხვა.
დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი ქ.მილიჩში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთსა და მილიჩს შორის ოფიციალურად გაფორმდება.
დღესვე, ოფიციალური დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ქვემო სილეზიის მარშალის ხელმძღვანელობით აგრო-სერვის ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუმრებისათვის ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.