დღეს, 15 მაისს, კლასიკოსი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, მისსავე სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. წელს მწერლის დაბადებიდან 123 წელი შესრულდა.
მუზეუმის ეზოში, ახალ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივმა და სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საიუბილეო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ რუსია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
როგორც guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, წელს, სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის განახლება მოხდა. მუზეუმის ტერიტორიაზე ღია სცენა განთავსდა და მოეწყო გამსახურდიების ჯარგვალი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ღია სცენის გამართვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ახალ სივრცეში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები გაიმართება, იგეგმება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში გასულ წელს გალავანი და ჭიშკარი გაკეთდა, ასევე დამონტაჟდა გარე განათება და ეზოში მოეწყო მოსასვენებელი ადგილები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 ათას ლარამდე დაიხარჯა.
კონსტანტინეობა - 2016 აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.