ე.წ. კაბელების საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გიზო ღლონტს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა რამდენიმე წუთის წინათ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში მყოფი ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და სასამართლოს მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა. მოსამართლემ დანარჩენ ბრალდებულებთან დაკავშირებული სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვა ვერ შეძლო. მან დარბაზი დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.