დავით სერგეენკო: წლის ბოლომდე სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდება
16-07-2014, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს ორი ტიპის, ტექნიკური და საავტომობილო პარკის მიზეზი უშლიდა. დავით სერგეენკოს თქმით, ახლა დაწესდება ახალი რეგულაციები და ეს მიზეზები აღმოიფხვრება.

 


"სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს უშლიდა ორი ტიპის მიზეზები, პრობლემები, ეს იყო ტექნიკური და საავტომობილო პარკის. ეს პრობლემა გვარდება, კონტრაქტი გაფორმებულია და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება ავტოპარკი. ხოლო მეორე პრობლემა იყო რეგულაცია, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდები. ეს მოთოდოლოგიაც დავამუშავეთ და ვფიქრობთ, რომ მალე შემოვიტანთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ იქნება გეოგრაფიულ მისაწვდომობაზე გათვლილი და არა ადმინისტრაციულ მისაწვდომობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდება პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 


რაც შეეხება იმას, თუ როდიდან ამუშავდება ახალი მიდგომები, სერგეენკოს თქმით, ახალი რეგულაცია გაწერილი იქნება ჯანდაცვის მინისტრის ბრძალებულებაში და როგორც კი შესაბამისი კონსულტაციები დასრულდება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი