მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალი წევრი, ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი წარადგინა.
„ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების აზროვნების შეცვლას იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არის მხოლოდ ბინძური ხალხის საქმე“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მერაბ მეტრეველის განცხადებით, მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ადრეც გასჩენია, მაგრამ არ იყო არც ერთი ისეთი ძალა, რომელსაც ის შეუერთდებოდა, ვიდრე არ გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.
„როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილება უფრო გამარტივდა“, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
როგორც მერაბ მეტრეველმა განაცხადა, ის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.