"ჩემი ოპონენტი არავინაა. ჩემი მიზანია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დასრულდეს ერთმანეთის შეურაცხყოფა. შესაბამისად, ამ განცხადებით მე ივანიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მას მხოლოდ სიმართლე ვუთხარი, ანუ ის, რაც ხდება ქვეყანაში," აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ სიმართლის მთქმელი არა ჰყავს და სხვა სამყაროში ცხოვრობს, არ იცის, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ისიც თუ მეტყვის, რაში ვცდები, მის შენიშვნას მივიღებ. მან ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, ქედს ვიხრი მისი კეთილი საქმეების წინაშე, უამრავ ადამიანს დაეხმარა მართლაც ურთულეს პერიოდში, მაგრამ ივანიშვილი დღეს მხოლოდ აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ის, რასაც დღეს აკეთებს, ერთი ადამიანის კი არა, სახელმწიფოს გასაკეთებელია," აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.